საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრები გასვლით შეხვედრაში ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მატჩში ანგარიში ვატო არველაძემ გახსნა. შეხვედრის 49-ე წუთზე აზერბიჯანის ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა ჰაჯიევმა იუხეშა , რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოადანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეტევებს მოუმატა და ჯერ 73-ე წუთზე არაბიძის გადაცემის შემდეგ გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა , შემდეგ კი 84-ე წუთზე კაპიტანმა გიორგი არაბიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
შემდეგ შეხვედრას გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი 11 ოქტომბერს გასვლით შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.