„აირჩიე საქართველო“, „აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანია სრულდება. კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. კამპანია აგვისტოდან დაიწყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტერნეტკამპანიის გარდა, შიდა ტურისტების მოზიდვის მიზნით რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს თბილისში, სადაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების საიმიჯო ფოტოები ბილბორდებსა და გაჩერებებზეა განთავსებული.