ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ქართველმა წარმომადგენლებმა ბათუმის შავი და კასპიის ზღვების საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზეც.
ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ტვირთბრუნვა გაზრდილია და ამ ფონზე საქართველოს ანაკლიის პორტის მშენებლობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაყოვნება მისი აშენების საჭიროებას დაკარგავს, რადგან უკვე მუშაობს იმავე მიმართულებით პორტი რუსეთში.
როგორც ამბობს საქართველოს დერეფნის ფუნქციას თითქმის დაუკარგავს და ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. შეხვედრას არ ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და კომპანიები, რომლებიც გადაზიდვებზე სახელმწიფო დონეზე მუშაობენ. ფაქტს უარყოფითად აფასებენ ფორუმის ორგანიზატორები.