ტვ პირველის მფლობელის მამამ, ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა. „გირაოს საფასურად ჩაიდო ოჯახის წევრის უძრავი ქონება“, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა ამბობდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა.
ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.