დოიჩე ველე: პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი

09 სექტემბერი 2019, 18:09 2192 ნახვა

გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას მხარდაჭერის  შესახებ   სტატიას აქვეყნებს.  გამოცემა ახლად დანიშნულ პრემიერს "მოსკოვის კაცს" უწოდებს. 

 "დოიჩე ველე" წერს, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას ხმა 96 დეპუტატმა მისცა, ხოლო ოპოზიციამ კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი მეთაურის  სახელი ანტისამთავრობო აქციების დაშლას უკავშირდება. „ ოკუპაცია უდიდესი პრობლემაა, გამოწვევა და დიდი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში", - ამ სიტყვებით გახარიამ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმადაც ახალი პრემიერი რუსეთის კაცია", - წერს გამოცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი