აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ასაჩივრებს

09 სექტემბერი 2019, 15:18 1554 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ  დე ფაქტო რესპუბლიკის  პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნების შესახებ  ოპოზიციური კანდიდატის  ალხას კვიციანის მიმართვა არ დააკმაყოფილა.  კვიცინიას  ეგრედწოდებული ცესკოს  გადაწყვეტილების ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია - ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო  კომისიის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განუცხადა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრედწოდებული საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტური კვირას ჩატარდა. ხმების 47,38 პროცენტით ეგრეთწოდებულ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ამომრჩეველთა აქტიურობამ დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, 65,98 პროცენტი შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი