ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიება ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ავტორმა მოწვეულ სტუმრებს ლექსები წაუკითხა.
შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ გურამ ოდიშარიას ახალი რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაციაც გაიმართა.