პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები სასტვენების დახმარებით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.