პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქციების ფორმატში შეხვედრა დასრულდა. ხვალ, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს, ამისთვის კი 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ პლენარულ სხდომას არ დაესწრება ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივლენ. ცნობილია ხვალინდელი დღის წესრიგი, მანამდე კი დასამტკიცებელმა სამთავრობო გუნდმა საპარლამენტო მოსმენები შეაჯამა.