საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს, რათა ის შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი. სალომე ზურაბიშვილი, გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი პოლიციას მის პატივისცემას უდასტურებს.
„არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.