"მე ვემსახურები აჭარას, აჭარლებს და აჭარაში მცხოვრებ თითოეულ მცხოვრებს" - თორნიკე რიჟვაძე

07 სექტემბერი 2019, 00:39 3756 ნახვა

"მე ვემსახურები აჭარას, აჭარლებს და აჭარაში მცხოვრებ თითოეულ მცხოვრებს. როგორც პარტიის ხელმძღვანელს, მაქვს დღის წესრიგი,  ყველა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობის" ნარჩენებისგან გავწმინდო რეგიონი, რომლებიც აზიანებენ ჩვენს ქვეყანას" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის მაუწყებლის "მთავარში" აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს და  რეგიონს უღირსი პოლიტიკოსებისგან გაწმენდს.. 

"ამ უღირს ადამიანებს, პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ უკვე, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან გადასული, არაერთხელ შევუსრულეთ პოლიტიკურად და მერწმუნეთ, რომ მომავალ წელსაც, ძალიან ღირსეულად გავიმარჯვებთ" - ამბობს რიჟვაძე. ამის გაკეთებას კი პარტიული სტრუქტურის გაძლიერებით გეგმავს. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების სიის დაკომპლექტება უკვე დაიწყო, რეგიონში ბევრი ახალი სახე იქნება და ფართოდ აპირებს კარი ახალგაზრდებს გაუღოს.  

"ჩვენი ინტერესია, რომ აჭარის რეგიონში გაძლიერდეს პარტიული სტრუქტურა და და შემუშავდეს პროგრამა, რომელიც უნდა ასახავდეს იმ საჭიროებებს, რაც აქვთ მოქალაქეებს აჭარაში. 

წინასაარჩევნო კონსულტაციები დაიწყება და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ჩვენ პატივს ვცემთ ძველ სახეებს, მაგრამ გვეყოლება ბევრი ახალი სახე. ფართოდ გავუღებთ ახალ კადრებს და ახალგაზრდებს კარს. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ხალხის ნდობას. ჩვენ ახალაც აქტიურად ვხდებით მოსახლეობას და ვუსმენთ საზოგადოებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არ დაასახელა ახალი სახეების ვინაობა, თქვა რომ მნიშვნელოვანია შემოინახოს ეს ინფორმაცია და მერე აცნობოს მედიას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი