გახარია ორი ფრაქციის პირისპირ და ორი განსხვავებული სტრატეგიის მონაწილედ - „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელმაც დღეს მომავალი პრემიერი კითხვების დასმის შემდეგ ტრიბუნასთან მიატოვა, „ევროპულმა საქართველომ“ „პოლიტიკური დაკითხვა“ არჩია.
თემა - 20 ივნისი, კითხვები ყველაფერზე - გავრილოვის ჩამოსვლიდან ტყვიების გამოყენებამდე. ერთ-ერთი კი ასეთი - შემოუშვებდა თუ არა გახარია გავრილოვისნაირ პირს ისევ საქართველოში - პასუხი შემდეგია „ან შემოვუშვებდი, ან არა.“ გახარიამ საკმაოდ ბევრჯერ თქვა - სიტყვები გააჩნია, არ მახსოვს, არ ვიცი. ამასთან რამდენიმეჯერ მოუხდა ეთქვა - დამასრულებინეთ.