აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებასა და პოლიტიკური ველის მათი ნარჩენებისგან გაწმენდა დააანონსა. რეგიონის პირველ პირს ამ თემაზე აქამდეც რამდენჯერმე უსაუბრია.
მას შემდეგ რაც პოლიტიკაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, უკვე მათ ტრადიციულ წინასაარჩევნო სლოგანად იქცა მსგავსი შინაარსის განცხადებები, რომ პოლიტიკური ველს ყოფილი ხელისუფლების წევრებისგან გაწმენდდნენ. ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს მისი განცხადებების გამო აკრიტიკებს. მმართველი გუნდის წევრები კი რეგიონის პირველი პირის განცხადებას იწონებენ.