დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
რატომ არ მისმენთ?“ – მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს.
დამოუკიდებელი დეპუტატის მინისტრობის კანდიდატს მოუწოდებდა, კითხვის დასმის დროს მისთვის მოესმინა.
ლევან კობერიძე: ველოდები ბატონ ვანოს, რომელსაც მივმართავ და საუბრობს, რომ დაამთავრებს მაშინ, მერე გავაგრძელებ. იმისთვის მოდიხართ, რომ მომისმინოთ. როცა კითხვას სცვამ სხვა დეპუტატებს ესაუბრებით.
ივანე მაჭავარიანი: შეგიძლიათ დაელოდოთ, როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ კითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის, მიიღებთ ამომწურავ პასუხს.
ლევან კობერიძე: როცა კითხვას ვსვამ მე უნდა მისმინოთ, იმიტომ რომ გეკითხებით. ამიტომ ხართ აქ მოსული.
ივანე მაჭავარიანი: რა სახით და როგორ ვისმენ ეს თქვენი საქმე არ არის
ლევან კობერიძე: ნუ მებლატავებით ახლა და მომისმინეთ
ივანე მაჭავარიანი: ლევან ძალიან გთხოვთ მოზომეთ ტერმინები
ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ სახელმწიფოს მიმართ 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რასაც მათგან უნდა ითხოვდნენ.