მეწყრული პროცესები ქედაში

01 სექტემბერი 2016, 00:00 4283 ნახვა

სტიქიის შედეგად სოფელ ცხმორისში ჩარგაულის უბანში 12 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. აქ საუბნო გზაზე ჩამოსული მიწის მასის გაწმენდა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. სოფელ დანდალოში, არძენაძეების უბანში საავტომობილო გზაზე განვითარებულმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნა ლევან არძენაძის საცხოვრებელ სახლს. ადგილზე მუშაობდა სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. ასევე ჯალაბაშვილებში, შიდა საუბნო გზაზე თამაზ ჩხუბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული, რამაც საუბნო გზაზე მიმოსვლა შეზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად სულ 15 მეწყრული პროცესი განვითარდა. აღდგენითი სამუშაოები 4 მიმართულებით უკვე დაწყებულია. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის 3 მთას, პირველი მაისის ორ სოფელსა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულს. "ენერგო პორ ჯორჯიას" ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხაზების აღდგენა უკვე დაწყებულია და ენერგომომარაგება სრულად რამდენიმე საათში აღდგება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში