1500 წვევამდელის ნაცვლად ციხეებს იცავს 411, არ ავხსნი რა რისკებთან ვდგავართ - თეა წულუკიანი

05 სექტემბერი 2019, 12:07 1644 ნახვა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის თქმით, უწყება გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელების სისტემა საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლოს.

წულუკიანის განმარტებით, იმისთვის, რომ ციხეების გარე პერიმეტრი და უსაფრთხოება დაიცვან  1500 წვევამდელი გვჭირდება, რადგან პენიტენციურ სისტემაში მუშაობს წვევამდელების სისტემა. დღეს ჩვენ გვყავს 411 წვევამდელი.

"მე არ ავხსნი იმიტომ, რომ არ არის საჭირო, ეს რას ნიშნავს და რა რისკებთან ვდგავართ. ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონსტრაქტო სამსახურზე. ეს მოითხოვს თანხებს.  თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება გაისად მთლიანად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც, თუ საპილოტეში არ ჩავსვამთ საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ გვიცავს 1 500 წვევამდელის ნაცვლად 411, რომლებსაც, ასევე, მივესალმები. მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ. ეს დიდი პრობლემა და გამოწვევაა და მე მზად ვარ ამ საკითხებზე ჩვენს კოლეგებთან და ახალ თავდაცვის მინისტრთან ვიმუშავო" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი