იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი მხარს დაუჭერს. სია საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში შევა.
ცნობილია არამოსამართლე წევრების პოზიცია - ისინი თვეებია აცხადებენ, რომ კლანური მმართველობა გრძელდება და კანდიდატებიდან არცერთი არ იმსახურებს უვადო მოსამართლეობას.