აშშ-ს მე-8 ელჩი საქართველოში დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული პირველი დიპლომატი იქნება

04 სექტემბერი 2019, 18:03 2102 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მე-8 ელჩი საქართველოში დონალდ ტრამპის  მიერ დანიშნული პირველი დიპლომატი იქნება. ამერიკის პრეზიდენტმა ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანი წარადგინა, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.  

წარდგენის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურას  ამერიკის სენატმა უნდა  დაუჭიროს მხარი. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პენსიაზე გავიდა. ქართული მხარის შეფასებით, ახალი ელჩის დანიშვნა ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში