საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება

04 სექტემბერი 2019, 18:19 1444 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის სამ კანდიდატს საკომიტეტო ფორმატში მოუსმინეს. საკომიტეტო მოსმენებს არ დასწრებია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს. ბოლოს საკუთარი პროგრამა ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდება.

ასევე, ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი