პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალება იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა - თეა წულუკიანი

04 სექტემბერი 2019, 12:00 1704 ნახვა

საქართველის  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხთან აცხადებს, რომ - მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები,  პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა. 

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წელს საკუთარი პისტოლეტით პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 10 წელი უნდა გაეტარებინა ციხეში, თუმცა 5 წლის შემდეგ ის სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

პრეზიდენტი არ ამბობს რის საფუძველზე შეიწყალა რამაზ დევაძე. იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ არის მისაღები პოლიციელის და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება მოხდეს. 

"მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი