კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინიათ - გიორგი ვაშაძე პარლამნეტში არ შეუშვეს

04 სექტემბერი 2019, 11:37 1113 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია იმართება. ამბობენ, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება სურდათ, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მინისტრობის კანდიდატთან შეკითხვები ჰქონდა, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.

​'' აბსოლუტურად წყნარად მოვედით პარლამენტის წინ იმისთვის, რომ საშვებით გვესარგებლა და კომიტეტის სხდომაზე შევსულიყავით. შეკითხვები გვაქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც არ გვაქვს და მაინტერესებს რატომ არ გვაქვს?

საინტერესოა საქართველოს მოქალაქეს რატომ არ შეუძლია შევიდეს პარლამენტში და რატომ შეუძლია გავრილოვს. პარლამენტთან პროტესტი და აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რაც უფრო ადრე გადავალთ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში მით უკეთესი იქნება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გრიგოლ ვაშაძემ. 

აქციაზე, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. პარტია ''ახალი საქართველოს'' ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარლამნეტში შვლის უფლება აქვთ. 

,,კანონს არღვევენ და არ გვიშვებენ პარლამენტში! ეს არის შიში, რომელიც აქვს ივანიშვილს. ვფიქრობ რომ ასეთი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო არწმუნებს საზოგადოებას, რომ '' ქართულ ოცნებას'' საბოლოო განაჩენი გამოუტანოს. ეს მოხდება არჩევნების გზით და ამას ხალხი გააკეთებს. საქართველოში ხომ კანონი არ კანონობს, ნახეთ როგორ იმალება ხელისუფლება ხალხისგან. კითხვებზე პასუხი გაცემის ეშინიათ. წყნარად მოსული ადამიანები არ შეუშვეს, რომლებსაც საშვები ჰქონდათ'', - ამბობს ვაშაძე. 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკანიანს უსმენენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი