ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი წარადგინა

04 სექტემბერი 2019, 09:48 1877 ნახვა

საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი  დეგნანი წარადგინა, კანდიდატურას მხარი ამერიკის სენატმა უნდა დაუჭიროს.

ამერიკის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი ევროპასა და აფრიკაში, საქართველოში უხელმძღვანელებს ამერიკის საელჩოს. კელი  დეგნანი დიპლომატიური საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მას წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში.

აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. 

 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი