მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია.
მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე შეუძლიათ.
იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადებების მიიღება დღეიდან 2 ოქტომბრამდე იწარმოებს. თანხის დასაბრუნებლად შესაბამისი დოკუმენტაციით, მსურველებმა რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ.
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებ გამოცდაზე წელს 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად კი რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა.