დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
იტალია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილ გუნდს რთული მატჩის ჩატარება მოუწევს. შეხვედრა 16:15 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება და მატჩზე დასწრება უფასოა.
საქართველოს ნაკრებს ტრამვის გამო გუნდის ორი ლიდერი გულნარა გაბელია და მატვეევა დააკლდებიან.
პირველი ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დიდი ანგარიშით 7:1 დამარცხდა , ხოლო იტალიამ გასვლაზე ისრაელს 3:2 მოუგო.