"გახარიას დანიშვნა მოქალაქეებზე სილის გაწნას ნიშნავს" - სირცხვილიას აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან

03 სექტემბერი 2019, 09:48 2112 ნახვა

თბილისში, "ქართული ოცნების" ოფისთან ამ წუთებში პარტიის სხდომა მიმდინარეობს,  სადაც მმართველმა გუნდმა ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობა უნდა დაასახელოს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა დასახელდეს. 

პარტიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.  "სირცხვილიას" წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისის აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის გამო,   გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, პლაკატებით და სასტვენებით ოფისთან მივიდნენ. 

მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ  აპროტესტებენ გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერებას. "ეს იქნება მოქალაქეებზე სილის გაწნა. შესაძლოა,  რომ ამან საპროტესტო აქციები გამოიწვიოს ქვეყანაში და  გახდეს  გაცილებით დიდი საპროტესტო ტალღის დასაწყისი" - მიიჩნევს გიგა მაქარაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.  დღეს, 9 საათიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი