პრეზიდენტისგან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე განმარტებას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, არადამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე.