შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს მოუწოდებენ დადგენილ ვადებში, სათანადო დოკუმენტაციით მიმართონ იმ უმაღლეს სასწავლებლებს სადაც მოხვდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ისინი ჩარიცხულად.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აბიტურიენტებს ეგონათ, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისინი ავტომატურად ჩარიცხულად ითვლებოდნენ, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ ეს ასე არ არის.
2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება რეგისტრირებული 41 000 აპლიკანტიდან 28740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.