აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქვს ამბიციური გეგმა, აჭარაში 6 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამავე გეგმის ნაწილია საინვესტიციო პორტფელის სამ მილიარდ ლარამდე გაზრდა.
ის აქცენტს, სასტუმროების მშენებლობასა და გაჩერებული ობიექტების ამუშავებაზე აკეთებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქვს ამბიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონში, კიდევ უფრო გაიზარდოს.