კულტურის სამინისტრომ რეგიონში სოფლად მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს უმასპინძლა. 15 ოსტატი სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ბენეფიციარები არიან. პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები და თეორიული სწავლება რეწვის ბიზნესად ქცევის საკითხებზე. ოსტატების მიერ შექმნილი მოდერნიზებული პროდუქცია გასულ კვირას ევროპის მოედანზე გამოიფინა, მომდევნო გამოფენა სექტემბერში თბილისშია დაგეგმილი.