''ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა. კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება.
ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ბოლო კონცერტზე სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.
ფესტივალი საზეიმოდ 26 აგვისტოს გაიხსნა, რომელსაც ბათუმი მეათედ მასპინძლობს.