როგორ აფასებენ პუტინისა და ერდოღანის თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას

28 აგვისტო 2019, 18:05 1826 ნახვა

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართავს თურქეთს სანქციები დაუწესოს. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას გააძლიერებენ.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ჯერ კიდევ ივლისში კონგრესის ორივე პარტიამ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

თურქეთმა რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების მეორე ნაწილის მიღება გუშინ დაიწყო.რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სხვა თემებიც განიხილეს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში