ე.წ. ოცნების ქალაქში მშენებლობის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით წელს ბიუჯეტიდან პროექტირებაზე 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მომავალი წლის ბიუჯეტში კი პროექტის დასრულებისთვის საკმარისი თანხა გამოიყოფა. პროექტისთვის 10 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.