აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდების და ერთ-ერთი საკალმახე მეურნეობის მდგომარეობას გაეცნო. ძლიერი წვიმების დროს ადიდებულმა მდინარემ ორი სოფლის - კუჭულასა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო. დაზიანდა მდინარე აკავრეთაზე მოწყობილი სათევზე მეურნეობა, რომელიც მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად დაფარა. მეურნეობაში განადგურდა მთელ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურა.