არალეგიტიმური ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნები“- ქართული მხარის შეფასება 

26 აგვისტო 2019, 12:09 2088 ნახვა

მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.  - სალომე ზურაბიშვილი  რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობის" აღიარებას ეხმაურება. პრეზიდენტის თქმით, „ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება“.ამასთან, მისივე განცხადებით, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები.

განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც .  ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან  არაერთი პროვოკაციული ქმედება ხორციელდება.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში