მძღოლი, რომელიც ქობულეთში ცოლ-ქმარს ზებრაზე დაეჯახა იდენტიფიცირებულია

26 აგვისტო 2019, 11:53 3184 ნახვა

მძღოლი, რომელიც  ქობულეთში ცოლ-ქმარს ზებრაზე დაეჯახა იდენტიფიცირებულია.  შემთხვევა ქობულეთში, აღმაშენებლის 554 ნომერთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

40-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი ვინაობა ცნობილია, თუმცა სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ. 

ავარიის დროს მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

საქმეზე  გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი