ხულოში, სოფელ რიყეთში ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე მიმავალი ავტომობილი ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი აალდა. მანქანას ცეცხლი მთლიანად მოედო. ადგილზე მივიდა სახანძრო სამაშველო ბრიგადა.
შსს-ს ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე უწყებამ გამოძიება სისიხლის სამართლი სკოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ვიდეო და ფოტო: მინიკო ბერიძე