ემანუელ მაკრონიმ დიდი შვიდეულის წევრებს სამიტზე ამაზონის ტყის ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს.
ჩვენი სახლი იწვის, პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომელიც დედამიწის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს, ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია. დიდი შვიდეულის სამიტის წევრებო, მოდით, ორ დღეში სწორედ ეს გასანგებო ვითარება განვიხილოთ პირველ რიგში,“ – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
პარალელურად ბოლივია ბრაზილიას და პარაგვაის სასაზღვრო რეგიონში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
Our house is burning. Literally. The Amazon rain forest - the lungs which produces 20% of our planet’s oxygen - is on fire. It is an international crisis. Members of the G7 Summit, let's discuss this emergency first order in two days! #ActForTheAmazon pic.twitter.com/dogOJj9big
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 22, 2019