საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა პროტესტის ფონზე დაამტკიცა

22 აგვისტო 2019, 22:50 2722 ნახვა

ბათუმის საკრებულომ რივიერას განაშენიანების რეგულირების გეგმა მოქალაქეების პროტესტის ფონზე დაამტკიცა.  კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მოქალაქეები დეპუტატებს მოუწოდებდნენ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ. სხდომათა დარბაზში დაცვის პოლიციაც შეიყვანეს, რის შემდეგაც რამდენიმე მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. გადაწყვეტილება საკრებულომ 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

ამის შემდეგ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიაში კონკრეტული შენობის პროექტი უნდა წარადგინოს. როგორც უკვე ცნობილია, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერა“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას და ხელოვნური ლაგუნას მოწყობას გეგმავს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი