საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ''PES 2020''-ში იქნება

22 აგვისტო 2019, 12:59 2265 ნახვა

საქართველოს ნაკრებს ცნობილ კომპიუტერულ თამაშში შეიყვანენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები pro evolution soccer-ის 2020 წლის ვერსიაში გამოჩნდება. ეროვნული ფეხბურთის ფედერაციამ და თამაშის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ ,,konami'’-მ შეთანხმებას მიაღწიეს.

საფეხბურთო თამაში გაყიდვაში 10 სექტემბრიდან ჩაეშვება.

ერთ-ერთი პოპულარული სპორტული თამაში 1995 წლის შეიქმნა. გასულ წელს პირველ ერთ კვირაში PES -ის ბოლო 2019 წლის ვერსია 170 000 ზე  მეტმა ადამიანმა იყიდა. ვიდეოთამაში ყველაზე გაყიდვადი 2015 წელს იყო , როდესაც  ერთ კვირაში 335 000 მდე  ადამიანმა შეიძინა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში