დააკავეს ადამიანები, რომლებიც ყალბ 100 ლარიანებს ამზადებდნენ - საგამოძიებო სამსახური

22 აგვისტო 2019, 10:36 1793 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა  სავაჭრო ობიექტში, ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღეს.

სამართალდამცველებმა ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალაც იპოვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან - 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი