ეუთოს სადამკვირვებლო მისია

30 აგვისტო 2016, 00:00 3691 ნახვა

ეუთო-ს წევრი ქვეყნებიდან 8 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგისთვის კიდევ 350 დამკვირვებელი ჩამოვა. სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. ეს არის მე-13 მისია, რომელსაც ეუთო საქართველოში 1999 წლიდან ახორციელებს. მისია შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც ჯგუფებად გაიყოფიან და პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საბოლოო ანგარიშს არჩევნების დასრულებიდან, დაახლოებით ორი თვის თავზე გამოაქვეყნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი