"R2 ახალი მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად - ბათუმში მოქმედი 6 NGO განცხადება

21 აგვისტო 2019, 17:43 1823 ნახვა

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების - ტელეკომპანია „რუსთავი 2-იდან” თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშრებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან” თანამშრომლების კამპანიური გათავისუფლება. „რუსთავი 2-ის” ახალმა მენეჯმენტმა, უგულებელყო არხის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე გაცხადებული პირობა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და იზიარებენ სწორედ ის ჟურნალისტები, პროდუსერები და თანამშრომლები ვინც არხზე მუშაობს.

კიდევ უფრო ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, კრიტიკული საავტორო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და არხის პოლიტიკური შოუების პროდუსერის, გიორგი ლაფერაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლება ფინანსურ მაქინაციებს დაუკავშირეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის” კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში.

ასევე, აუცილებელად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფლად უნდა მუშაობდნენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემენ. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ „რუსთავი 2-ში” მიმდინარე პროცესებს.

სამწუხაროა, რომ ამჟამინდელი მოვლენები მკვეთრად ნეგატიურ როლს შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიზაციის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიან ჩარჩოებში ჩატარების გზაზე. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

1) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

2) საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

3) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი

4) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

5) აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ბათუმის დემოკრატიის სკოლა

6) დემოკრატიის ინსტიტუტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი