დღეს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ცდილობდა ნიკა გვარამიასთან დაეზუსტებინა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. გვარამია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ თემაზე მხოლოდ ლაურა ღაჭავას განმარტებების შემდეგ ისაუბრებს.
"ჯერ ქალბატონმა ლაურამ ისაუბროს ამაზე და მერე გავაკეთებ მე კომენტარს," - გვითხრა ნიკა გვარამიამ.