ბათუმში ქვეითად მოსიარულე ორ პირს მანქანა დაეჯახა

20 აგვისტო 2019, 23:44 2531 ნახვა

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ პირს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. თვითლმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი  ინფორმაციით ავტომობილი 2 ქვეითს შეეჯახა, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების  განმარტებით გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი