ბათუმში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაგეგმილზე 7 თვით ადრე დასრულდება

19 აგვისტო 2019, 15:58 5744 ნახვა

ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბრის ნაცვლად, 7 თვით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდება. ინფრომაციას სტადიონის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მშენებლობა დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, იგეგმება მოედნის საფარის დაგებაც. მათივე განმარტებით, უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

ჯერ უცნობია სტადიონის გახსნის ზუსტი თარიღი, თუმცა შპს "სტადიონის" ინჟინერი  ამბობს, რომ თუ ამინდებმა ხელი შეუწყო მშენებლობა  შესაძლოა უფრო ადრეც დასრულდეს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი