ქეთევან ციხელაშვილი - გუგუტიანთკარში დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

19 აგვისტო 2019, 12:14 2008 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა. მინისტრის განცხადებით, ოჯახები  სახელმწიფოსგან  სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ თანხა გადაეცემათ.

დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათ უფასოდ პროფესიულ გადამზადებასაც  შესთავაზებენ. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო დაეხმარება არამარტო ამ ორ ოჯახს, არამედ გუგუტიანთკარის ყველა მცხოვრებს.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში