პროკურატურის განცხადება

30 აგვისტო 2016, 00:00 3420 ნახვა

პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის შესახებ მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სიცრუეს უწოდებენ ფაქტს, რომ ლალი ფაფიაშვილის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. საკითხთან დაკავშირებით დღეს მოსამართლე ლალი ფაფაიშვილი საკონსტიტუციო სასამრთლოში ბრიფინგს გამართავს. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილი პოლიტიკური დავის საგანი ხდება. სექტემბერში ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხიდან ორი კანდიდატი პრეზიდენტმა, ერთი - უზენაესმა სასამართლომ, ერთი კი პარლამენტმა უნდა შეარჩიოს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი