,,დინამო’’ ბათუმმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმურმა კლუბმა ,,ანგისის საფეხბურთო ბაზაზე’’ საჩხერის ,,ჩიხურა’’ 2-0 დაამარცხა.
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ,,დინამომ’’ შეტევებს მოუმატა და ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემით, 59-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა ანგარიში გახსნა.
68-ე წუთზე ბათუმელთა ახალწვეულმა ლევან გეგეჭკორმა მეორე ახალწვეულს ჯაბა ჯიღაურს ჩაუწოდა და ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა.
24 ტურის შემდეგ ,,დინამო’’ ბათუმმა 46 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა თბილისის ,,დინამოს’’ 44 ქულა და 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატრებული.
გია გეგუჩაძის შეგირდები შემდეგ შეხვედრას 23 აგვისტოს,ბოლნისში ადგილობრივ ,,სიონთან’’ გამართვას.
დღეს „დინამო“ ბათუმის ფანკლუბის დაარსების დღეა. დინამომ ფანკლუბს იუბილე გამარჯვებით მიულოცა.