ბაკურიანში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა - დაღუპული ქედის მკვიდრია

16 აგვისტო 2019, 17:54 5375 ნახვა

56 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ქედის რაიონიდან არის, იგი ბაკურიანში, ერთ-ერთი  მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცს სავარაუდოდ მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს  სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი