შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა მსურველებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ, სადაც ამავდროულად სააპელაციო განაცხადის შევსებაცაა შესაძლებელი.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge გაგრძელდება.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.
აპელაციის საფასურს აპლიკანტი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია.